Facebook ლაივის დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს:
„კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქმაც კი თქვა გუშინ, რომ ხმები მოპარულია. რა ვქნათ ახლა, ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და „გავაპრავოთ“ მოპარვა?! მათ შორის, აზრზე მოსული ჩვენი ფორმალური თანამებრძოლები როდესაც საუბრობენ, რომ რაღა აზრი აქვს, უნდა ვაღიაროთ შედეგები. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?! ქართულობის სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.