განცხადებები

«ივანიშვილს, როგორც „მგუდავს“ ამჯერად მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკი ჰყავს მიზანში ამოღებული გასაგუდად»-ნიკა მელია

«ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე წერს:

«ივანიშვილს, როგორც „მგუდავს“ ამჯერად მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკი ჰყავს მიზანში ამოღებული გასაგუდად. ბანკს ხაზარაძის დისკრედიტაციით ანადგურებს და თვითონ ხაზარაძეს ბანკის მეშვეობით!

ფაქტია, ვიდრე მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეა, ხელ-ფეხი აქვს შეკრული და რომც უნდოდეს, ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს და პოლიტიკურ ბრძოლაში ვერ ჩაებმება. ეს რომ გააკეთოს ლონდონის საფონდო ბირჟაზე კატასტროფულად დავარდება აქციების ფასი და ზარალი აუნაზღაურებელი იქნება. ისედაც, TBC ბანკმა ერთ დღეში 176 მილიონი ლარი დაკარგა და აქციების ფასი 6,66%-ით გაუფასურდა.

მოკლედ, ხაზარაძემ რომ პოლიტიკური განცხადებებების კეთება დაიწყოს, გუშინდელი დღე მონაგონი იქნება. ივანიშვილმა ეს გადასარევად იცის და ხაზარაძე კუთხეში ჰყავს მიმწყვდეული.

დიახ, ივანიშვილი TBC ბანკს ხაზარაძის დისკრეტიტაციით გუდავს და ხაზარაძეს ბანკის მეშვეობით! ხაზარაძეს ერთადერთი გამოსავალი აქვს, თავისი ნებით გადადგეს ბანკში დაკავებული ყველა ოფიციალური პოზიციიდან, გადგეს გვერდით და დაიწყოს ღია ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. მხოლოდ ამ გზით გადაირჩენს თავს!»-წერს ნიკა მელია

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ჩვენ ავაშენებთ ანაკლიას!»-ხაზარაძე

roma sajaia

«არც ისე შორსაა თქვენი აღსასრული»-მალხაზ მაჩალაკშვილი «ქართულ ოცნებას» მიმართავს

გაეროში (ვენა) საქართველოსა და ისრაელის დიპლომატები მიესალმებიან ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT 2020), რომელიც აღინიშნება 17 მაისს

დატოვე კომენტარი