განცხადებები

ივანიშვილი ქონებას ჰყიდის-რისთვის ემზადება ქართველი ოლიგარქი?

კორუფციის მკვლევარების აზრით, ბიძინა ივანიშვილი მორიგ გეგმას  ამზადებს, როგორც ირკვევა იპოდრომის და აბრეშუმის ქარხნის შემდეგ, ახლა უკვე «მტკვარი ჰესი» გასხვისდა.

«ივანიშვილი ემზადება სანქციებისთვისაც, მათ შორის ემზადება ხელისფულების ცვლილების შესაძლებლობისთვის და ამას უკავშირდება ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გადასულია მისი ქონების რეალიზაციაზე. ივანიშვილი ცდილობს მისი ფინანსური რესურსების მობილიზებას, მისი ფინანსური რესურსების ლიკვიდურობის გაზრდას, იმისთის, რომ მოსკოვში გაქცევის საჭიროების შემთხვევაში მზად ჰქონდეს ყველაფერი»— აცხადებს «ლელოს» წევრი საბა ბუაძე.

«ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მის ქონებას ყიდის ან ფულს აქეშებს ან სადღაც გადააქვს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მის სახელზე არსებულ ქონებას იშორებს და საბოლოოდ არავინ არ იცის, ახლანდელ მყიდველს დარჩება ეს «მტკვარი ჰესი» თუ საბოლოო ჯამში ისევ ივანიშვილს გადაუფორმდება. ივანიშვილი ქონებას გადამალავს და ამის შემდეგ, როცა ყველაფერი დალაგდება, მერე იმ ქონებას უკან დაიბრუნებს. აი ამ ეტაპზე არის ახლა ბიძნა ივანიშვილი»- განაცხადა კორუფციის მკვლევარმა და «ევროპული საქართველოს» წევრმა ბესო  დონაძემ.

მსგავსი პოსტები

«რაც შეეხება კოლხური კოშკის გასაღებს ის ეკუთვნის გამსახურდიების ოჯახს. სხვა გარეშე პირს მისი ფლობის და არც პრეტენზიის უფლება არ გააჩნია!!!!»-ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე

«ხალხი თუ მშივრები დავტოვე, ბიუჯეტი ვიღასთვის მინდაო?»- ცოტნე, ზვიად გამსახურდიაზე

Joni Kvaracxelia

რა უპასუხა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოში დეპუტატის კითხვას, ლგბტ სააზოგადოების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით?!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი