განცხადებები

«ივანიშვილის სამთავრობო ცვლილებები ჰგავს სასაფლაოდან სასაფლაოზე მიცვალებულთა გადასვენებას»-შალვა ნათელაშვილი

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით «ლეიბორისტული პარტიის» ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა:

«ჩვენ თუ მიცვალებულს გადავასვენებთ კუკიის სასაფლაოდან ვერის სასაფლაოზე, ამით მიცვალებულის ბიოგრაფიასა და საქმიანობაში არაფერი შეიცვლება, ისევე როგორც მისი ჭირისუფლების. ეს სამთავრობო ცვლილებები ჰგავს სწორედ სასაფლაოდან სასაფლაოზე მიცვალებულთა გადასვენებას.

ივანიშვილი ყველა ძალას ხმარობს, რომ დარჩეს ხელისულებაში, მაგრამ წინასწარ ვეუბნები ვერანაირი კოსმეტიკური ცვლილებები, ახალი სახეების მოყვანა თუ ძველი სახეების დაბრუნება მას ვერ გადაარჩენს. ისტორიას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს»-განაცხადა ნათელაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«თიბისი ბანკი» სესხებს გადაავადებს

მინიმუმ 56 ათასმა ბოტმა მიიღო ფული რუსეთის ფედერაციისგან ანტივაქცინაციის კამპანიისთვის, — რადუცკი

პაშინიანი კორონავირუსისგან განიკურნა

დატოვე კომენტარი