განცხადება/მიმართვა

“ივანიშვილის საბოლოო მიზანია დაეხმაროს სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებს, რათა მათ „თიბისი ბანკის“ საშუალებით, სანქციების გვერდის ავლა შეძლონ”-ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი   “თი ბი სი” ბანკთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:

„ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანია დაეხმაროს სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებს, რათა მათ „თიბისი ბანკის“ და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების საშუალებით, სანქციების გვერდის ავლა შეძლონ. არავინაა სულელი. მსოფლიოს მასშტაბით ყველა ხვდება თუ რა არის მისი საბოლოო მიზანი „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში. ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ხაზარაძის და ჯაფარიძის მოშორების მცდელობას. თუ ამ პირველ ეტაპს წარმატებით განახორციელებს, შემდგომში უნდა ველოდოთ ბანკის მენეჯმენტის შეცვლას. ჩანაცვლება მოხდება ისეთი მენეჯმენტით, რომელიც ივანიშვილის ბრძანებებს შეასრულებს. ეს შემაშფოთებელია, ვინაიდან ეს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს მოაქცევს დაკვირვების ქვეშ უცხოეთიდან და ეს საქართველოს თავისი რეპუტაციის ფასად დაუჯდება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია“, – განაცხადა ფადი ასლიმ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სკანდალური წერილი ოთხი კონგრესმენის მიერ გიორგი გახარიას სახელზე

Joni Kvaracxelia

“ერთი ბავშვიც, რომ გარდაიცვალოს დედას გიტირებთ”-გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

“ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე მავანთ შერჩათ სისხლიანი ჯაბა იოსელიანის სიონში “გაპატიოსნება” და დიდუბის პანთონში დასაფლავება”-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი