განცხადება/მიმართვა

“ივანიშვილის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველოს აღარ აქვს შანსი შეინარჩუნოს ევროატლანტიკური კურსი”-ბოკუჩავა

“პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა ერთიანობის დეკლარაციას, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელი მოაწერა ბრიუსელში. მან ხაზი გაუსვა ერთობის აუცილებლობას ივანიშვილის ანტიევროპული, ანტიეროვნული, რუსული ხელისუფლების დასამარცხებლად. მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ეს ერთობა შედგეს ოპოზიციურ ფრონტზე, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, როგორც დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მართლაც საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე. საქართველო ან გადარჩება ან გაქრება თქვა მან და ეს ნამდვილად ასეა, რადგან ივანიშვილის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველოს აღარ აქვს შანსი შეინარჩუნოს ევროატლანტიკური კურსი, ხოლო ამ კურსის დაკარგვა ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას”

ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს დაესწრო.

მსგავსი პოსტები

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალშიც არაფერი არ შეიცვლება“

Joni Kvaracxelia

დღეიდან ბადაგონის თბილისის ოფისებმა შეწყვიტა მუშაობა

Joni Kvaracxelia

კალაძე: მივესალმებით სააკაშვილის ჩამოსვლას, თუ ის გარისკავს…

roma sajaia

დატოვე კომენტარი