ივანიშვილის კიდევ ერთი ფინანსური შეცდომა გამოაშკარავდა

0
257

ამერიკელმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა, სემ პატენმა, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეციალური პროკურორის გამოძიებასთან თანამშრომლობს, ბრალი აღიარა. 47 წლის პატენმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტისთვის უკრაინელი ოლიგარქისგან მიღებული 50 ათასი დოლარი გამოიყენა. სემ პატენმა ისიც აღიარა, რომ როგორც არარეგისტრირებული ლობისტი, ისე მოქმედებდა და, რომ სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე იცრუა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული რუსეთის მოქალაქესთანაც თანამშრომლობდა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ეს არის პირველი საჯარო დადასტურება, რომ 2017 წლის იანვარში გამართული ცერემონიის დასაფინანსებლად უკანონო თანხა გამოიყენეს. სემ პატენს 5-წლიანი პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ