საქარტელოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში მორიგ ფარულ ჩანაწერის «ომეგას» შესახებ მიმოხილვას აკეთებს:
«მორიგ ფარულ ჩანაწერში ”ომეგას” საქმის ირგვლივ, ირკვევა, რომ მთავრობის ზოგიერთი წევრის სიტყვიერი მითითებით( ივანიშვილის დავალებით), სიგარეტის იმპორტიორებს აიძულებდნენ საქონლის ფასის ხელოვნურად ზრდას. ასე ჩაუყვეს ჯიბეში ხელი მილიონობით მომხმარებელს და ასეული მილიონი ლარი ამოიღეს თითოეული ქართული ოჯახის ბიუჯეტიდან. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ გაძვირებული უცხოური სიგარეტის სანაცვლოდ უფრო იაფი ქართული სიგარეტი გაეყიდათ, რაც მათ პირად იმტერესშიც შედიოდა. ამას ლამაზი სიტყვით, ”დემპინგის წინააღმდეგ ბრძოლით” ხსნიან. ასეც რომ იყოს, ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დიდი დანაშაული, უკანონოდ ახდენდნენ რა ფასების მანიპულაციას. როგორც ვიცით, ეს არაა ერთადერთი შემთხვევა. სხვა სფეროებშიც ხდება მსგავსი ჩარევები და ამით უძვირებენ ქართველ მომხმარებელს შემოტანილ საქონელს. ირანული ცემენტის და ხორბლის ავტომანქანებით გადამზიდავების წინააღმდეგ ატეხილი კამპანია ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითებია.
ახლა აპირებენ ამის ლეგალურად გაკეთებას და მთავრობას შემოაქვს კანონპროექტი დემპინგის შესახებ და ”სამამულო ბაზრის დაცვის” მოგონილი მოტივით უკვე კანონის ძალით დაიწყებენ თავიანთი ბიზნესების ლობირებას.
გუშინ გავრცელებული ჩანაწერი საკმარისი მტკიცებულებაა იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებაში იქნას მიცემული ყველა, ვინც ფასების უკანონო მატებაში მონაწილეობდა. პასუხისგებაშია მისაცემი თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიების ადგილობრივი წარმომადგენლებიც, რომლებიც ასრულებდნენ უკანონო დავალებებს და ფაქტობრივად ფულს სძალავდნენ ადგილობრივ მომხმარებლებს.»-წერს რომან გოცირიძე