განცხადებები

ივანიშვილის ადგილი არის კრემლში და ის აუცილებლად წავა მოსკოვში-ხაზარაძე ივანიშვილზე

«ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს რუსეთში, მოსკოვში,

„მე როგორ გავაგდებ (ქვეყნიდან), პროკურორი კი არ ვარ. ეს არის პოლიტიკური გზავნილი. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ემსახურება კრემლს, მისი ადგილი არის კრემლში. მე როგორ გავაგდებ, ეს არის პოლიტიკური გზავნილი. ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა (მოსკოვში). ძალით როგორ შეიძლება, ვინმე გააგდო. ეს არის პოლიტიკური გზავნილი. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ემსახურება კრემლს, პუტინის ინტერესებს საქართველოში, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა უზარმაზარი შანსები, რომელმაც ქვეყანა ჩაძირა კორუფციის ჭაობში, ნეპოტიზმში და ა.შ. ასეთი მენტალობის ადამიანი, რომელიც რუსული ფულით მართავს აქ და აკეთებს რუსულ პოლიტიკას, უნდა იყოს რუსეთში, მოსკოვში»-განაცხადა  მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი პოსტები

არ იმოგზაუროთ საქართველოში — აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

Joni Kvaracxelia

ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ (ვიდეო)

ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს სთხოვს, ვაქცინაციის პროცესში გვერდში დაუდგომას

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი