ხმაურიანი გამოდგა დღეს ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა. პროცესზე შსს-ს ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქროაშვილი დაკითხეს. სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ბუტა რობაქიძე მოკლეს სწორედ ოქროაშვილის მინისტრობის პერიოდში ჩატარდა. ყოფილ მინისტრს გარდაცვლილის მამა სოსო რობაქიძე დაუპირისპირდა მისგან სიმართლის აღიარება მოითხოვა. ასევე დაზარალებული მხარე ითხოვდა ამ ოპერაციის სხვა პასუხისმგებელი პირების დასჯასაც. სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლო დარბაზში დაიწყო და შემდე ფოიეშიც გაგრძელდა.