პოლიტიკა

იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტერბის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტერბის სატელეფონო საუბარი 🇯🇵🇬🇪

21 მაისს, 10:50 საათიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოტეგი ტოშიმიცუ ტელეფონით ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს. საუბრის შინაარსი შემდეგია:

დასაწყისში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოტეგი ტოშიმიცუმ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იაპონია მოამარაგებს საქართველოს მედიკამენტ „ავიგანით“ და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს მხარში ამოუდგეს ისეთი სამედიცინო დანადგარებით, რომლებიც საქართველოს სამედიცინო-სადაზღვევო სისტემას გააუმჯობესებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა და გააცნო ამჟამინდელი მდგომარეობა ქვეყანაში და რა ზომებს მიმართავს საქართველოს მთავრობა მდგომარეობის დასარეგულირებლად. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია კორონა ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა, ცოდნის გაზიარება. მინისტრები შეთანხმდენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული კორანა ვირუსის გავრცელება.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოტეგი ტოშიმიცუმ აღნიშნა, რომ იაპონია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას, რომელთანაც იზიარებს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიც არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაამატა, რომ იაპონია მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებას. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კორონა ვირუსის დასრულების შემდეგ დროულად გაფორმდეს ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება და აღდგეს ურთიერთობები ეკონომიკის, ბიზნესის და სხვა სფეროებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო არენაზეც, ორი ქვეყანა მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას.

წყარო

Loading…

მსგავსი პოსტები

«ეს ბევრმა არ იცის საქართველოში…2 თვის წინ ვლადიმერ პუტინმა უთხრა ივანიშვილს…»-მიხეილ სააკაშვილის სკანდალური განცხადება

გიორგი კვირიკაშვილი დუმილს არღვევს-ექსკლუზიური ინტერვიუ «მთავარ არხთან» (ვიდეო)

საქართველოში პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება აიკრძალება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი