იაპონია: რუსეთს ოკუპირებული აქვს კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილი

0
184

«ჩრდილოეთი ტერიტორიები» (ასე ეძახიან ტოკიოში კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილს) ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მიგვაჩნია, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც  რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა»-ამის შესახებ განცხადება იაპონიის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ჰიდეკი უიამამ იაპონიის პარლამენტში დებატებისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, საბჭოთა კავშირმა, 1945 წელს იაპონიის კურილის კუნძულები, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 1300 კილომეტრზე და ჰყოფს წყნარ ოკეანეს ოხოტის ზღვასთან, ანექსია მოახდინა.
აღნიშნულ ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს
Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ