Uncategorized

«თქვე შობელძაღლებო, ცოტნე მაინც არ მერქვას სახელად, იცოდეთ, ვის რა შესთავაზოთთქო, და წავედი ციხეში»-ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

«ვინმეს გჯერათ, «ვარდების რევოლუცია» იმიტომ მოხდა, რომ სააკაშვილი და ათიოდე დეპუტატი პარლამენტში შევარდა სხდომის მსვლელობისას? ან ედიკ საფლავჩაჯმული ამიტომ გადადგა? ტიპმა სისხლში, სიბნელეში, სიცივეში ჩაძირა საქართველო ათწლეულზე მეტი ხნით, შეეკრა ყველას, ვისაც საქართველოს რუკიდან წაშლა უნდოდა, ქუჩებში და ციხეებში ხალხი ახოცინა, დაგვაკარგინა, გაყიდა ტერიტორიები, შემოიყვანა მტრის ჯარი ხელისუფლებაში ყოფნისთვის და მიითვისა ქართველი ერის ქონება, და მიშას შიშით გადადგა ცაწკალი?

შევარდნაძის შეცვლა მოჰყვა მის გადადგომას და არა პარლამენტში შევარდნას, ხოლო გადადგა იმიტომ, რომ მისი რეჟიმი სრულად გაკოტრებული იყო პოლიტიკურად როგორც ქვეყანაში, ისე მსოფლიოს დაინტერესებული ძალების თვალში, და როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ, შემცვლელი ძალა ეგულებოდათ.

ბიძინას დღევანდელი ჯიბის პროკურატურის განცხადება სახელმწიფო წყობის დამხობის და მონაწილე პირთა წრის გაფართოების თაობაზე არის ოლიგარქიის აგონიის უტყუარი ნიშანი, როგორც ამას ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს. ეს ყველაფერი მხოლოდ ოპოზიციის დაშინება-შესუსტებას და აქცენტების გადატანას ემსახურება, რათა როგორმე გადაიტანოს 2020 არჩევნები…

სხვათა შორის, როდესაც 2008 წელს ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ ზუსტად ანალოგიური ბრალდებით და კიდევ ჯაშუშობის მუხლით დამაპატიმრა (სსკ 314-ე და 315-ე მუხლი), მაშინ ულტიმატუმი წამიყენეს: აღიარე შეთქმულება, ჯაშუშობის მუხლს მოგიხსნით და გირაოთი გაგათავისუფლებთო. შეთქმულების აღიარება მის დადასტურებას ნიშნავდა, და ჩემს სიტყვებზე მთელ ოპოზიციურ სპექტრს დაიჭერდნენ სურვილისამებრ, ვინც კი სააკაშვილის ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდა… მაშინ ვუთხარი: თქვე შობელძაღლებო, ცოტნე მაინც არ მერქვას სახელად, იცოდეთ, ვის რა შესთავაზოთთქო, და წავედი ციხეში.

როგორც ჩანს, მეტი ნიჭი არა აქვს ხიხოს, და ზუსტად იგივეს იმეორებს. საინტერესო ისაა, დაანონსებულ დაკითხვებში ვის მიაცემინეს ჩვენებები და რის შეთითხნას აპირებენ. მალე გამოჩნდება, ახალ სპექტაკლს ვნახავთ. არც არის გასაკვირი, პროკურატურაში ხომ იმდროინდელი ხალხი ჰყავთ დაწინაურებული, იმათ სხვა არაფერი შეუძლიათ. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ეს ბოლო აკორდია ხიხოს სამარცხვინო კაკაფონიაში…»-წერს ცოტნე გამსახურდია

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

29 მარტს ისტორიაში …

«25 ივნისს ეკა ბესელია ,,მაკდონალდსში’’ შეხვდა ბატონ გოგი თათუხაშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირს, რომელთანაც შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონოდა» — შოთა ლელაძე

Joni Kvaracxelia

სასწრაფოდ!!თბილისში საწყობი იწვის!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი