განცხადება/მიმართვა

“თქვენ ხართ უკრაინის მომავლის პრეზიდენტი…პოროშენკოს დრო გავიდა”-სააკაშვილი ზელენსკის მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და შემდეგ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა და ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატს,  ვლადიმირ ზელენსკის მიმართავს:

„ძვირფასო ვლადიმირ ალექსანდრეს ძევ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, თქვენ ძალიან კარგად ჩაატარეთ ეს კამპანია, მაგრამ თქვენს წინააღმდეგ სხვადასხვა ბინძურ ილეთებს იყენებენ. წინ რთული დებატები გელით, ამიტომ უნდა მოემზადოთ. მაგრამ ყველა ილეთების მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკოს დრო გავიდა და თქვენ ხართ უკრაინის მომავლის პრეზიდენტი“,

„ხალხი, რომელსაც თქვენ დაამარცხებთ, არის მაფია, რომელსაც საცეცები უკრაინის ყველა სფეროში აქვს ჩაყოფილი. თქვენ დრო არ გაქვთ, სწრაფად უნდა იმოქედოთ. პოროშენკო უკვე ავრცელებს ჭორებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, რამდენიმე თვეში ისინი დაბრუნდებიან, რომ მათ ექნებათ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა, რომელიც შემდეგ თქვენ მოგაშორებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

პარლამენტი სრულიად უნდა დაკომპლექტდეს-კარლ ჰალცელი

Joni Kvaracxelia

მინდოდა კორონავირუსი ჩემს თავზე გამომეცადა, , რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო-ზელენსკი

roma sajaia

“ივანიშვილი პოლიტიკურ მკვლელობებზეც არის წამსვლელი”-გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი