განცხადებები

«თქვენ ჩემი სისხლი გწყურიათ, როგორც მე თქვენი, „ოცნება“, გახარია იქნები თუ ივანიშვილი»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გიორგი გახარია აუცილებლად უნდა გადადგეს.

«მინდა, მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, პირადად ივანიშვილს და გახარიას. როგორც თქვენ ხედავთ ძალა და გაუტეხლობა ჩვენში, ერთმანეთში გადადის. იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ხალხი ან გატყდება ან დაიღლება. ასე არ იქნება. ეს ადამიანები სამართალს ითხოვენ. პირადად ივანიშვილო და გახარია, საქართველოს სპეცრაზმი და პოლიცია თქვენ შეგყავთ შეცდომაში, თქვენ არცხვენთ მათ მუნდირს. თქვენ არ იცით არც სახელმწიფოს, არც მთავრობის, არც ხელისუფლების მართვა. თქვენ ისეთი რამე დააშავეთ, რომ გამოუსწორებელია. თქვენს ადგილას მთელს მსოფლიოში ნებისმიერი ხელისუფლება გადადგებოდა, ისეთი დანაშაული ჩაიდინეთ აქ 20-ში და 21-ში. არ გამიკვირდებოდა, ჩემთვის რომ გესროლათ „ბაევოი“ ტყვია და არა რეზინი. თქვენ ჩემი სისხლი გწყურიათ, როგორც მე თქვენი, „ოცნება“, გახარია იქნები თუ ივანიშვილი.

თქვენ მშვიდობიან ახალგაზრდებს, რომლებიც გამოვიდნენ, რომ გამოეთქვათ მშვიდობიანი პროტესტი დაასახიჩრეთ და თვალები ამოთხარეთ ბავშვებს. ეს თქვენ არ გეპატიებათ და არც გაპატიებთ დღეს ეს ხალხი და საქართველო. წასულია თქვენი საქმე. გააკეთეთ, რასაც ეს ახალგაზრდობა გთხოვთ და გადააყენეთ გახარია. სხვა შანსი არ გაქვთ, რადგან სისხლი დაღვარეთ. როდესაც გადააყენებთ გახარიას, შემდგომში დაიწყება პირადად ჩემი ბრძოლა. არ იფიქროთ, რომ ეს სიტუაცია გამოიყენეთ და მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვები დაარბიეთ. აქ კარვები ისევ დაიდგმება, არ გქონდეთ არანაირი ილუზია, რომ ეს არ მოხდება. თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, გამოდით და დამიშალეთ. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ამ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ. ეს სისტემა საბოლოოდ უნდა დაინგრეს»,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«უგულავას სასამართლო აწამებს, სამაგიეროდ ადამიანის შარდით მწამებელს, ბიძინას ნაბიჭვარ მონა თემურ აბაზოვს — ზარზეიმით ამართლებს»-ნიკა გვარამია

«გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და მთავრობის მაღალჩინოსნებმა. ხორავას ქუჩის ტრაგედიაში კი მონაწილეობდნენ მხოლოდ ბავშვები”

პრემიერ-მინისტრი კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი