ჯანდაცვა

თქვენი დახმარების ხელი 4 წლის ქეითი ახვლედიანს

4 წლის ქეით ახვლედიანმა ორი წლის წინ ლეიკემია დაამარცხა, თუმცა ცოტა ხნის წინ რეციდივი განუვითარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მას საზღვარგარეთ ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება, რადგან საქართველოში სამწუხაროდ არ/ვერ კეთდება მსგავსი ოპერაციები.

ამისათვის მის ირგვლივ საქართველოს მთელი საზოგადოება გაერთიანდა. არც ჩვენ ვიქნებით გულხელდაკრეფილები პატარა ანგელოზის სიცოცხლისთვის ბრძოლაში.

არსებობენ კეთილი ადამიანები, მათ შორის ჩვენ მკითხველთა შორის.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ სპეციალურ ნომერზე – 0901200127, ზარის ღირებულება ერთი ლარი.

ასევე გახსნილია ანგარიში “საქართველოს ბანკში” – GE95BG0000000345929036, მიმღები: დედა კარინა გრიგორიანი და “თიბისი ბანკში” -GE60TB7108745064300024, მიმღები: მამა დავით ახვლედიანი.

Paqtebi.ge-ს რედაქცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს პატარას და დარწმუნებული ვართ, რომ სიცოცხლე გაიმარჯვებს კეთილი ადამიანების წყალობით.

იხილეთ ფეისბუქ გვერდი “ქეითისთვის”

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

„გავხდი ისევ ის ადამიანი, ვინც ადრე ვიყავი“ — როგორ ეხმარება კეტამინი დეპრესიაში მყოფებს

ჯანმომ დაადასტურა CovID-19– ით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა

როგორ დავიცვათ თავი რადიაციისგან

დატოვე კომენტარი