covid-19

«თუ ცირას დაწვავენ მე ამას ვერ ავიტან…საქართველოდან რომ მოვდიოდი ბავშვებმა მთხოვეს დედა ჯანმრთელი ჩამომიყვანეო»-COVID 19 — ის მსხვერპლი და ოჯახის უმძიმესი ტრაგედია (ვიდეო)

COVID 19 — ის მსხვერპლი და ოჯახის უმძიმესი ტრაგედია — ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი ქალი შესაძლოა სამშობლოში ვერ გადმოასვენონ.

ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ნაჭყებიას გადმოსვენება საქართველოში ვერ ხერხდება,  ქართულ მხარეს ესპანეთმა ცხედრების გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი უთხრა.

გარდაცვლილის ქმარი «მთავარ ახრთან» საუბრობს და ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს:

«გთხოვთ, ეს საცოდავი გოგო გადმომასვენებინოთ. საქართველოდან რომ მოვდიოდი ბავშვებმა მთხოვეს დედა ჯანმრთელი ჩამომიყვანეო. ჯანმრთელი ვერ მიმყავს და მკვდარი მაინც მივუყვანო თავის შვილებს. ბავშვები ტირიან, მას პატარა ნიკოლოზი ელოდება. იციან რომ დედა გარდაეცვალათ. საკონსულოში მითხრეს, რომ ეპიდემიის გამო გადასვენება ვერ ხერხდება. მეუბნებიან დავწვათ, ან დავასაფლავოთ და 5 თუ 7 წლის შემდეგ შეგეძლებათ საქართველოში გადასვენებაო. აქაური კანონმდებლობით ასეაო. 5-7 წლის მერე სად დავასაფლავო. რა ვუთხრა ბავშვებს, რომლებიც ჭიშკართან ატირებულები ელოდებიან დედას, დავტოვე დედა ესპანეთში და ჩამოვედი საქართველოში-თქო?! გეხვეწებით დამეხმარეთ რამენაირად და თუ გადავასვენებ, საერთოდ არ მივიყვან სახლში, პირდაპირ სასაფლაოზე წავიყვან და დავასაფლავებ»-აცხადებს «მთავარ არხთან «გარდაცვლილის ქალის მეუღლე.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

«საგანგებო მდგომარეობა მთლიანად ქვეყანას დაეხმარება, რათა აღსრულდეს ყველა რეკომენდაცია»-ამირან გამყრელიძე

კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა საქართველოში

დატოვე კომენტარი