განცხადებები

«თუ ჩვენ ბოდიშს ვუხდით ადამიანს, ვისმა ჯარისკაცებმაც დევნილ ქალს აფხაზეთიდან შვილის თვალი გადააყლაპეს, რომლის ჯარისკაცებიც ცოცხლად მარხავდნენ  ქართველ ორსულ ქალებს…თუ ჩვენ ამ კაცს ვუხდით ბოდიშს, ამიხსენით რატომ არ მივალთ იქამდე რომ საქართველოს ეს მთავრობა არ დაამთარებს ორივე ტერიტორიის აღიარებით…»-ნიკა გვარამია (ვიდეო)

«კვირის აქცენტების»  ტელეწამყვანის ნიკა გვარამიას ემოციური გამოსვლა, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

«რატომ უნდა გვჯეროდეს რომ ეს ხელისუფლება, არ დაასრულებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით, აი რუსეთმა თუ გვითხრა ყველაფერს  ჩაგიხსნით თუ ეს არ გააკეთეთ, რატომ უნდა მჯეროდეს მე საქართველოს მოქალაქეს, რომ ეს არ მოხდება.

თუ ქართველი ხალხი დღეს, ფიქრობს რომ პუტინს მოვუხადოთ ბოდიში და ეს კეთილი ძია  არის კარგი, თუ ამას ფიქრობს  მე არ ვიცნობ ასეთ  ხალხს, ხელისუფლება გვეუბნება პუტინისთვის ქართველი ხალხის სახელით ბოდიშის მოხდა იყო სწორი.

თუ ჩვენ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანს ვინც ჩვენი მეომრების თავებით, ვისი ჯარისკაცები ჩვენი მეომრების თავებით გაგრაში თამაშობდნენ ფეხბურთს,  თუ ჩვენ ბოდიშს ვუხდით ადამიანს რომელსაც ქართველ დევნილ ქალს აფხაზეთიდან შვილის თვალი გადააყლაპეს და ეს დაოქმებულია საქართველოს  პროკურატურაში, მე თვითონ ვაწარმოებდი დაზარალებულების დაკითხვებს.

თუ ჩვენ ბოდიშს ვუხდით ადამიანს, ვისმა ჯარისკაცებმაც მამის თვალწინ ქალშვილი გააუპატიურეს და მამა გაგიჟდა ამ ნიადაგზე, თუ ჩვენ ბოდიშს ვუხდით კაცს, რომლის ბრძანებით მისმა ჯარისკაცებმა  ჩაყარეს ქართველები ჭაში და უყურებდნენ დახრჩობის წინ. თუ ჩვენ ბოდიშს ვუხდით, კაცს რომლის ჯარისკაცებიც ცოცხლად მარხავდნენ  ქართველ ორსულ ქალებს და უყურებდნენ როგორ მშობიარობდნენ ამ ვითარებაში, თუ ჩვენ ამ კაცს ვუხდით ბოდიშს, ამიხსენით რატომ არ მივალთ იქამდე რომ საქართველოს ეს მთავრობა არ დაამთარებს ორივე ტერიტორიის აღიარებით…»-განაცხადა ნიკა გვარამიამ

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის პერიოდში, ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები»-ირაკლი ღარიბაშვილი

«კრიმინალმა გახარიამ გადაწყვიტა, რომ დაერიოს ჟურნალისტებს»-გიორგი კაპანაძე

რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციის სარჩელს «გირჩი» არ უერთდება

roma sajaia

დატოვე კომენტარი