კითხვაზე აშშ-ს დახმარების გაჭიანურების შესახებ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განუცხადა CNN-ს ბრიუსელიდან: „ჩვენ ახლა არ შეგვიძლია ვისაუბროთ ომში დაღლაზე, რადგან თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ და დავთმობთ, მაშინ პუტინი გაიმარჯვებს და ეს ყველასთვის კატასტროფას ნიშნავს. ეს ნიშნავს მეტ კონფლიქტს, მეტ ომს, მეტ საკვების ნაკლებობას და ყველა პრობლემას, რაც მას თან ახლავს. ამიტომ ჩვენ ახლა ძალისხმევა გვჭირდება.”