რომის ერთ -ერთ სუპერმარკეტში სალაროს რიგში ვიდექი.ჩემს წინ მდგომი სიმპათიური ქალბატონი თვალს არ მაშორებდა.
-ვიცნობთ ერთმანეთს?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-არა,ჩემ შვილს გავხარ ძალიან.მაგრამ ის უკვე წავიდა…
დავიბენი …ვიფიქრე ნიღაბი მიკეთია როგორ მიმამსგავსა?! თან ალბათ ძალიან ახალგაზრდამ თუ გააჩინა შვილი…მე არც ისე პატარა ბიჭი ვარ.თან მომერიდა რომ მეკითხა რა დაემართა მის შვილს.
– ეს კორონა რომ არა ჩაგეხუტებიდი!…-მითხრა ქალმა ნაღვლიანად.
ემოციებისაგან მეც მზად ვიყავი ჩასახუტებლად… ეს კორონა რომ არა.
ქალმა თავისი საყიდლები დააწყო სალაროსთან.ისევ მომიბრუნდა და მითხრა.მხოლოდ ერთს გთხოვ…თუ შეგიძლია დედა დამიძახე.
უკვე იმდენი დღე ვარ მარტო გამოკეტილი კარანტინში,და თან მხოლოდ ნახევარფაბრიკატებს ვჭამ…😥😥😥 დედის მონატრება ყელში მომაწვა…
-დედაა! -ხმამაღლა ვიყვირე და თვალეზე ცრემლი მომერია.
ქალმა ჩააწყო ნაყიდები და უკანმოუხედავად წავიდა…მაგრამ დავინახე მხრები როგორ უცახცახებდა…
სულ რამდენიმე ნივთი ვიყიდე… მოლარემ 200 ევროო.
-როგორ 200ევრო?!-ნუთუ ასე გაძვირდა ყველაფერი.
-არა, იმ ქალბატონმა, წეხან რომ დედა დაუძახეთ, ჩემი შვილი გადაიხდის ერთად ყველაფერსო!…
“თუ შეგიძლია დედა დამიძახე…”
Loading…
