ფრაგმენტი მიხეილ სუსლოვის დახურული მოხსენებიდან: თუ ქართველები თავისუფლებას მოითხოვენ, მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან.
“კომუნისტური პარტია რუსეთის წებოა და სანამ ეს წებო თავის ძალას, თავის თვისებას არ დაკარგავს, მანამდე უნდა ავამუშავოთ რუსეთის გადარჩენის გეგმა, რომელიც სხვა და სხვა რესპუბლიკებში სხვა და სხვა იქნება.
შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ გენერლებს უნდა მივცეთ ცხოვრების ნორმალური საშუალება. მათ ჩამოსასახლებლად დაგვჭირდება შავი ზღვის სასაზღვრო ტერიტორია, სადაც როგორც მოგეხსენებათ, ქართველები ცხოვრობენ.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები ჩვენგან ძლიერ განსხვავდებიან, ადრე თუ გვიან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ. მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. აფხაზეთის გამოყენებით სამეგრელოს, სვანეთს, აჭარასა და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ ეროვნული გრძნობა. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს, ამის შემდეგ მათ შორის მომრიგებლის ფუნქცია უნდა შევასრულოთ. პარალელურად, ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოთ, რომ ისინი სხვა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულნი, სხვა და სხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც მათი საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს”.
წყარო: armada.ge