“თუ საჭირო იქნება არ გამოვრიცხავთ საყოველთაო კარანტინიც გამოვიყენოთ”-არჩილ თალაკვაძე

0
168

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა:

“ამ მომენტისთვის ეპიდსიტუაციის შესაბამისი ზომები მიღებულია, თუმცა თუ საჭირო იქნება არ გამოვრიცხავთ, საყოველთაო თვითიზოლაცია ან საყოველთაო კარანტინიც გამოვიყენოთ”

“თუ შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გვექნება, ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომებიც. როგორც კი მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევაში რისკები გამოიკვეთა, მთავრობამ იმოქმედა მყისიერად და იქ შემოიღო კარანტინის გამკაცრებული რეჟიმი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება დასაბუთებულად, ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს საჭიროა და ზუსტად იმ ამოცანებისთვის, რომელიც იმ მომენტში დგას, ვინაიდან ჩვენთვის არანაკლებ კრიტიკულია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ ვითარებაში ძალიან იზღუდება და მცირდება
-განაცხადა თალაკვაძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ