თუ საქართველო გავრილოვის გამო ბოდიშს მოიხდის, მხოლოდ ამის შემდეგ შედგება ლავროვის ვიზიტიც-დუმის დეპუტატი ტოლსტოი

0
204

საქართველოში მაისში   ევროსაბჭოს მინისტერიალს სავარაუდოდ რუსული დელეგაციაც დაესწრება, დელეგაციას სავარაუდოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს:

“ვფიქრობ, თუ ქართული მხარე ბოდიშს მოიხდის იმ ინციდენტის გამო, რომელიც სახელმწიფო დუმის დეპუტატ გავრილოვთან დაკავშირებით მოხდა, ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას. პირადად მე ვფიქრობ, რომ ჯერ ბოდიშს ვიხდით და მერე მივდივართ სტუმრად, არ შეიძლება წახვიდე სტუმრად ქვეყანაში, სადაც აგრესიული ხულიგნები დეპუტატს თავში ბოთლებს ურტყამენ. ჩვენ ველოდებით ჩვენი ქართველი კოლეგებისგან, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიან. დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართულ ენაში არსებობს სიტყვა სინდისი, ამ სიტყვის მნიშვნელობას ბევრი გაიზიარებს. აი მაგალითად, ფრანგულში, ინგლისურში, ასეთი სიტყვა არ არის”, – განაცხადა რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, პიოტრ ტოლსტოიმ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ