პოლიტიკა

«თუ რუსეთს აგრესორად თვლით, მაშინ ნება იბოძეთ და თქვენი ღვინო და სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებში გაყიდეთ»-ვლადიმირ ჯაბაროვი

რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა  საქართველოს სანქციები უნდა დაუწესოს.

«საქართველო პატარა ბავშვი არ არის, რომლსაც არაფერი ესმის, ბავშვი, რომელსაც, როცა დააშავებს, უნდა აპატიო. უკვე 30 წელი გავიდა, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარი ნაბიჯებისთვის პასუხი უნდა აგოს. ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ზომები, სანქციები. არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინოების ხარისხი გაუარესდა. რატომ უნდა თქვა ეს? ამაზე ყველაზე ეღიმება. უნდა თქვა მკაფიოდ, რომ სახელმწიფო გადადგა არამეგობრული ნაბიჯი, ამიტომ ამ ქვეყანასთან ვაჭრობა არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ ჩვენს ხარჯზე ფული იშოვოთ, თუ რუსეთს აგრესორად თვლით, მაშინ ნება იბოძეთ და თქვენი ღვინო და სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებში გაყიდეთ», – განაცხადა ჯაბაროვმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

„იარაღი რომ მქონდეს ეხლავე გესვრიდი“. სოსო რობაქიძე ირაკლი ოქროაშვილს მოკვლით დაემუქრა.

Joni Kvaracxelia

«ბუნკერში დამალულ ოლიგარქ ივანიშვილზე»-სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს(ვიდეო)

«სერგი კაპანაძე და ბოკერია, რომლებმაც ხმები მოპარა საკუთარ თანაგუნდელებს»-თაკო ჩარკვიანი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი