განცხადებები

თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, პროტესტის გამწვავებაზე-ელენე ხოშტარია

რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე, — ამის შესახებ ჟურნალისტებთან «დროას» ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თავად კარგად არის, რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ის ყოველდღიურად უარესდება, ამიტომ მას ნაფიქრი აქვს იმ ფორმებზე, თუ როგორ შეიძლება გამწვავდეს მისი პროტესტი.

«ქართული ოცნებისგან» მოლოდინი, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, არავის აქვს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. რა იქნება მერე გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არ არის თამაში, ხუმრობა, პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამე გვიანობამდე სააკაშვილის ექიმებთან მქონდა კომუნიკაცია და სიტუაცია მძიმდება პრაქტიკულად ყოველდღიურად, როგორ რისკავენ, წარმოუდგენელია, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ვიფიქრებ, პროტესტის გამწვავებაზე,»- განაცხადა ხოშტარიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

რას ითვალისწინებს სანქციების მეშვიდე პაკეტი, რომელსაც რუსეთისთვის ამზადებენ?

«ვცხოვრობთ ძალიან ღატაკ ქვეყანაში, გაუბედურებულ ქვეყანაში და ხალხი თავის პრობლემებში იხრჩობა»-ელისაშვილი

«სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა»-მეთიუ ბრაიზა

დატოვე კომენტარი