თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია, — ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას შერიგების პროცესის დაწყებაზე.
ზარქუას თქმით, ეს არის მისი პოზიცია, რომელსაც ალბათ, გუნდის სხვა წევრებიც ეთანხმებიან. ამასთან, ზარქუა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ასე ესმის შერიგება.
Loading…