განცხადებები

თუ მელია «ნაციონალური მოძრაობიდან» წამოვა ძალიან მაგარი იქნება, ენმ გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა-ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, რომ «ნაციონალური მოძრაობა“ გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ  მელია თუ  «ნაციოანლური მოძრაობიდან წამოვა» და მესამე პოლიტიკური ცენტრს შექმნის ძალიან მაგარი იქნება

„ნაცმოძრაობის“ ორკვირიანი დომხალი, რაც ოპოზიციაში მოაწყო, ეს ჩემი აზრით, კიდევ ერთი მაგალითი იყო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ცოტა პოლიტიკოსი დარჩათ და ისევ იგივეს დაუბრუნდნენ, ყოველთვის უნდათ აზრზე მონოპოლია. პირველ ღამეს შეცდომა დაუშვეს, ვერ გაიაზრეს ეს პროცესი ფართო ჭრილში, დაიწყეს თავდასხმები ამ შეთანხმებაზე, ოღონდ თვითონაც იციან, რომ მაგარი შეთანხმება არის, განა არ იციან, უბრალოდ თავდასხმები ამაზე დაიწყეს»

«მელია თუ წამოვა „ნაცმოძრაობიდან“ და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი იქნება. საერთოდ შევცვლით პოლიტიკურ პროცესს»-განაცხადა ვაშაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

გერმანიის ელჩი: ქართველები ნათელ ზღვარს ავლებენ რუსებსა და რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას შორის. ეს პოლიტიკა არასწორია, როცა საქმე ეხება მეზობლებთან ან საქართველოსგან მოწყვეტილ ტერიტორიებთან ურთიერთობას

ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს სთხოვს, ვაქცინაციის პროცესში გვერდში დაუდგომას

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დედოფალს შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება

დატოვე კომენტარი