განცხადება/მიმართვა

თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო- კახა კალაძე

თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდი მოინახულა.

როგორც კალაძემ განაცხადა, კლინიკაში მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რა დროსაც 13 წლის მოზარდი, მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, კალაძემ აღნიშნა, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს-ბორის ჯონსონი

ნიკა გვარამია რუსთავი2-ში დარჩენილებს მიმართავს

შს მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლა თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი