ანალიტიკაომი უკრაინაშიპუბლიკაციები

თუ კონგრესი აიძულებს უკრაინას კაპიტულირდეს რუსეთის წინაშე, იქნება ახალი ომი და არა მშვიდობა

კრემლი თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად ომს იყენებს, ამიტომ თუ უკრაინაში გამარჯვების ნება მიეცემა, მას ახალი კონფლიქტი დასჭირდება.
იმ დროს, როცა უკრაინას ფული ეწურება, კონგრესში ბევრს საუბრობენ შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე, მაგრამ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას რუსეთის შიგნით არსებულ მუქარის მოვლენებს. თუ უკრაინას დახმარება შეუწყდება და ის იძულებული გახდება რუსეთის გამარჯვება მიიღოს, შედეგი იქნება არა მშვიდობა, არამედ მოსკოვის მომზადება ახალი ომისთვის.

„უკრაინის ომმა გაააქტიურა საბჭოთა ტოტალიტარული ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა რუსეთში, რომელიც ნაწილობრივ მიძინებული იყო და რომელიც არასოდეს გამქრალა. დასავლეთის კავშირების შეზღუდვებისგან გათავისუფლებული რუსეთი უფრო საშიში გახდა, ვიდრე ცივი ომის პირობებში მწვერვალზე მყოფი. მილიტარიზაციას თან ახლავს ნაციონალისტური ფანატიზმის მოზღვავება“, — წერს ამერიკელი ჟურნალისტი, სსრკ-სა და პოსტსაბჭოთა რუსეთის შესახებ წიგნების ავტორი, დევიდ სატერი, Wall Street Journal-ის სტატიაში.

მომავალი სამი წლის ბიუჯეტი, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს მოაწერა ხელი, 2024 წელს თავდაცვის ხარჯებს თითქმის 70%-ით ზრდის. ომთან დაკავშირებული ინდუსტრიები გასაოცარ ზრდას განიცდის. მაგრამ მისი შენარჩუნება რთულია ცხოვრების დონის დაცემის გარეშე და სამხედრო ხარჯების ნებისმიერი შემცირება გამოიწვევს მასობრივ სტრუქტურულ შოკს.

დაღუპულთა რიცხვი იზრდება, მაგრამ რუსეთი ზეიმობს. «სამხედრო-პატრიოტული განათლების» მანამდე უმნიშვნელო ბიუჯეტი მკვეთრად გაიზარდა და გამოიყენება სკოლებსა და სტადიონებზე მუდმივი პატრიოტული აქციებისთვის. 30 სექტემბერს პუტინმა გამოაცხადა ახალი დღესასწაული — «გაერთიანების დღე», რომელიც ეძღვნება დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიას 2022 წელს. რუსები აღნიშნავენ დროშის დღეს 22 აგვისტოს და ეროვნული ერთიანობის დღეს 4 ნოემბერს, რაც აღნიშნავს რუსეთის ადრე უგულებელყოფილ განთავისუფლებას პოლონეთის ბატონობისაგან 1604 წელს. წელს იგი რამდენიმე დღე აღინიშნებოდა დიდ ქალაქებში.

რუსეთის ომის მანქანად გადაქცევა მომავალ კონფლიქტს უწინასწარმეტყველებს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში. მოსკოვი არ დაიცავს არანაირ შეთანხმებას. 1997 წელს რუსეთმა ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას ჩეჩნეთთან. 2 წლის შემდეგ რუსეთის ქალაქებში 4 საცხოვრებელი კორპუსი ააფეთქეს და რუსეთმა ჩეჩნეთში ახალი შეჭრა განახორციელა, თუმცა ყველა მტკიცებულება მიუთითებდა იმაზე, რომ სახლები ააფეთქეს არა ჩეჩნებმა, არამედ FSB-მ პუტინის ხელისუფლებაში მოყვანის ოპერაციის ფარგლებში.

რუსეთის პოზიცია მსოფლიოში, განისაზღვრება მისი მმართველების პირადი ინტერესებით. ომის პირობებში მათ ნაციონალური ფანატიზმი, ძალაუფლების გასაღებად აქციეს.

„რუსეთის გამარჯვება გააძლიერებს ომის ფსიქოლოგიას, რომელმაც მოიცვა მოსახლეობა და რომლის მიტოვებაც შეუძლებელია თავად ლიდერების საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე. თუ მათ უკრაინაში გამარჯვების უფლება მიეცათ, ისინი დაიცავენ თავიანთ პოზიციებს ახალი დაპყრობების მოძიებით, დასავლეთის უსაფრთხოებისთვის ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი საფრთხის შექმნით“, — აცხადებს სატერი.

მსგავსი პოსტები

საქართველოში SARS-COV-2-ის ფატალობის მაჩვენებელი

,,ქურდები“ და ბანდიტები

ხერსონის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქი კისელივკა გაათავისუფლეს

დატოვე კომენტარი