15 ივნისიდან ისლანდიაში ჩასულ მგზავრებს ორკვირიან კარანტინსა და „კოვიდ-19“-ზე ტესტირების უფასოდ ჩატარებას შორის არჩევანის გაკეთება შეეძლებათ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ტესტები ყველასთვის უფასო იქნება, ხოლო პირველი ივლისიდან ტესტის ჩატარება 15 000 ისლანდიური კრონა (110 დოლარი) ეღირება. კორონავირუსზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
თამარ ქუთათელაძე
Loading…