„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ იზიარებს.
„ეს მორიგი შეურაცხყოფა და მორიგი სიცრუეა რომ თითქოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს. ერთადერთი, რაც არის ამ პროექტში ჩასწორებული, არის გამოცდა, რომელზეც ვამბობდით, რომ არ შეიძლება ყოფილიყო, როგორც ბარიერი. ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც შიდა მოსახლეობს განწყობას და ასე ჯიქურ იღებ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
