კოვიდ-19“-ის ეპიდემიის მეორე ტალღის შესაჩერებლად, თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა. მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შემზღუდველი რეჟიმი მიმდინარე კვირის პარასკევამდე საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს, ასევე პარასკევს საღამოს 21:00 საათიდან ორშაბათს დილის 05:00 საათამდე.
გარდა ამისა, 20 წლამდე და 65 წელს გადაცილებულ პირებს ეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, რესტორნები კი იმუშავებენ მხოლოდ გატანის სერვისით.
ერდოღანის თქმით, ახალი შეზღუდვები ძალაში შევა სამშაბათს.
Loading…