ნატოს ერთ-ერთი წევრი თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის მოსაზრებებს არ იზიარებს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ აპირებს რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას. სხვა ქვეყნების მიერ მსგავს გადადგმულ ნაბიჯებს თურქეთი მხოლოდ ბრალდების საფუძველზე დაყრდნობილ ქმედებას უწოდებს და ამბობს, რომ დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევა.