თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ოპერაციის სახელწოდებაა „ვეფხვის კლანჭი” და მასში ჩართულია თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალები და საბრძოლო ვერტმფრენები. ოპერაცია ერაყის ჰაფტანინის რეგიონში ტარდება.
Loading…
