თურქი სეისმოლოგების ცნობით, თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში რამოდენიმე წუთის წინ 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის სამსახურის ცნობით, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გოქსუნთან 12 კილომეტრის სიახლოვეზე მდებარეობდა. ევროპელმა სეისმოლოგებმა EMSC-დან სიმძლავრე 5,3 შეაფასეს.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
თურქული კანდილის ობსერვატორიის მონაცემებით, 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 5,8 ათასი ბიძგები დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები, 6 თებერვალს, ცხრა საათის ინტერვალით სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში მოხდა, რასაც მოჰყვა ასობით ბიძგი, რომელიც ქვეყნის 11 პროვინციასა და მეზობელ შტატებში იგრძნობოდა, მათ შორის სირიაში. ბოლო მონაცემებით თურქეთში 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
Loading…