თურქეთიდან შემოტანილ 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში განცხადებას აკეთებენ:
“ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა.
კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა.
აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”-აღნიშნულია განცხადებაში.
Loading…
