თურნავა: ტურიზმის სრული აღდგენა უახლოეს სამ წელში ვერ მოხდება

0
24

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ტურიზმის სრული აღდგენა უახლოს სამ წელიწადში ვერ მოხდება.

«ლარის კურსი არ არის ერთი ცალკე აღებული უწყების მუშაობის ობიექტი, აქ უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა. რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი პირველ რიგში, ვინც საქართველოში განაგებს მონეტარულ პოლიტიკას, ის უყურებს რომ რყევები არ იყოს ძალიან მკვეთრი, მაგრამ მარტო ეროვნული ბანკი ვერაფერს გახდება.

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლავ შევქმნათ საქართველოში უცხოური ვალუტის ჯანსაღი შემოდინების წყაროები. ეს ძალიან რთულია ტურიზმის სრული აღდგენის გარეშე და ტურიზმის სრული აღდგენა, როგორც ჩანს, უახლოს სამ წელიწადში ვერ მოხდება, არამარტო საქართველო, არამედ სხვა ქვეყნები, საიდანაც ტურისტები ჩამოდიან არ იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო და ვაქცინირებული.

ალტერნატივა ამისა არის პირველ რიგში, ეროვნული წარმოება, ეს არის საექსპორტო წარმოება და ასევე, იმპორტის ჩანაცვლება, ისევე როგორც სოფლის მეურნეობაში მოვახერხეთ ჩვენ, მიუხედავად პანდემიისა და გადავტეხეთ ეს და უამრავი პროგრამა სწორედ ამისთვის გაკეთდა და ახლა ვიმკით ამის შედეგს, რომ ჩვენ ექსპორტიორები ვართ ძალიან ბევრი მიმართულებით და საკუთარი თავის უზრუნველოყფა შეგვიძლია ბევრი სასოფლო სამეურნეო პროდუქტის მიმართულებით, იგივე უნდა გვქონდეს მრეწველობაში, იგივე უნდა გვქონდეს ენერგეტიკაში…»

 

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ