იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან» მისი გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა:
„თუკი მმართველი პარტია, რომელიც არის მთავრობის უფროსი, მეტყვის რომ მე უნდა წავიდე ჩემი თანმდებობიდან, რა თქმა უნდა არც ხვეწნა დამჭირდება და არც ბევრი ყიჟინი. მაგრამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანაში გატარდეს მხოლოდ ის რეფორმები, რომლებიც მხოლოდ მათ სურთ და ისე, როგორც მათ სურთ, რა თქმა უნდა მათ არც ლეგიტიმაცია აქვთ, რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ.
თუკი მათი მოთხოვნა არის სხვა, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, რადგან საპრეზიდენტო სკამისთვის ბრძძლა დაიწყო, და ამაში უკვე პრეზიდენტიც ჩაერთო, რომლის მთავარი ფუნქცია არის სანამ კანდიდატად არ განუცხადებია საკუთარი თავი, არის ერთადერთი და უზენაესი — ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის ჩემ ნომრალურ ფუნქციონირებას. სხვა შემთხვევაში საქმე გვაქვს უკვე პოლიტიკურ პროცესთან და მე არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ბრძლაში მმართველი პარტია ან ჯაბანის პოზიციიდან გამოვა ან დამარცხებული.
ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის, რომ სტაბილურობა გაგრძელდეს, რომ ოქტომბერში თავისუფალი სამართლიანი არჩევნები შედგეს და შემდეგ უკვე როცა მოუწევს, კონსტიტუციით საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი» — განაცხადა თეა წულუკიანმა.