განცხადებები

«თუკი ეს დამაზიანებელი კანონპროექტი არ იქნება გაწვეული…»- 29 კონგრესმენის უმძიმესი წერილი «ქართულ ოცნებას»

14 სენატორის შემდეგ, ახლა უკვე 29 ამერიკელი კონგრესმენიც — ირაკლი კობახიძეს შტატებიდან ახალი მძიმე წერილი წამოეწია.

«ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის თავდამსხელ და საშინელ განცხადებებს». — აღნიშნულია  29 კონგრესმენის განცხადებაში

«ვწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება «უცხოელი აგენტების» კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ხელახლა ინიციირა, ერთი წლის შემდეგ იქიდან, რაც ის განხილვიდან სწორად იქნა გაწვეული. ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ გამოთქმულ მისწრაფებას, უფრო მეტად ინტეგრირდეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში და 2009 წლის აშშ-საქართველოს შეთანხმებას სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა თქვენს ქვეყანაში რუსეთის ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გააფორმეს. კიდევ ერთხელ მკაცრად მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და საქართველოს ძალისხმევა ხელახლა მიმართოს დემოკრატიის გაფართოებისკენ და ეკონომიკური თავისუფლებისკენ, უსაფრთხოების დაცვისკენ და ტერიტორიული მთლიანობისკენ, კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ და ადამიანის უფლებათა პატივისცემისკენ, როგორც შეთანხმებაშია ჩაწერილი.

«უცხოელი აგენტების» კანონპროექტის ცხადი საბაბი არის კონტროლის დამყარება სწორედ იმ პარტნიორებზე, რომლებიც ქართველი ხალხის მხარდამხარ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს გამოუთხრის ნებას ქართველი ხალხისა, რომელსაც მომავალი დასავლეთში სურს.

არ ვიღებთ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი ეფუძნება აშშ-ს კანონმდებლობას. სანაცვლოდ, თქვენი ყურადღება გვსურს გავამახვილოთ ინიციირებული კანონპროექტის მსგავსებაზე რუსეთში 2012 წელს ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებულ «უცხოელ აგენტთა» კანონთან, რომელსაც ასევე «გამჭვირვალობის» საფარველით ამართლებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონი მას შემდეგ პუტინმა და მისმა ბანდიტებმა ოპოზიციის გასანადგურებლად, რუსეთის საბჭოთა სტილის ავტორიტარიანიზმში დასაბრუნებლად გამოიყენეს. გვჯერა, რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, უფრო დემოკრატიულ მომავალს. ამ კანონის მიღება მხოლოდ ხელს შეუწყობს რუსეთის ბოროტი გავლენების ზრდას საქართველოში.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებული რიტორიკა ასევე ღრმად შემაშფოთებელია. 29 აპრილს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც განაცხადა, რომ «დასჯიდა» ოპოზიციას დანაშაულებისთვის, რომლებიც, მისი მტკიცებით, მმართველობისა და ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩაიდინეს. ბატონი ივანიშვილმა სიტყვაში ასევე მიანიშნა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს სუვერენულობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუხლჩაუხრელად ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენტიტეტს დამოუკიდებლობის შემდეგ, მათ შორის 2008-ში რუსეთის პირდაპირი შემოჭრიდან და თქვენი ქვეყნის ნაწილის ოკუპირებიდან 16 წლის შემდეგ. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის თავდამსხელ და საშინელ განცხადებებს.

ჩვენმა შეშფოთებებმა მხოლოდ იმატა კანონპროექტის რეინიციირების მშვიდობიან პროტესტებზე თქვენი მთავრობის პასუხის გამო. ვიცით ცნობები ათობით დემონსტრანტის, მათ შორის ამერიკის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც პოლიციამ ქუჩიდან მოიტაცა და სცემა. გასულ კვირაში ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც თქვენი პარლამენტის წევრიცაა, თბილისის ქუჩებში მთავრობის სპეციალურმა ძალებმა სცემეს.

საინტერესოა, რომ რუსეთის მთავარმა პროპაგანდისტმა და ფაშისტმა იდეოლოგმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ «საქართველო სწორ გზაზეა» და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა. ფაქტი, რომ თქვენი ქმედებები დაგმეს ქვეყნის უახლოესმა პარტნიორებმა და შეაქო ქვეყანამ, რომელსაც თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ცხადს უნდა ხდიდეს, რომ საქართველო არასწორი გზით მიგყავთ.

ცხადია საქართველოში არსებული სიტუაცია. მთავრობას შეუძლია აირჩიოს: მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმას ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსეთის სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ გაურკვევლობის გარეშე ვაცხადებთ, რომ ამ გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მიერ ჩვენი ურთიერთობის ძირეულ გადაფასებას. როგორც კონგრესმა 2004 წელს ბელარუსის ავტორიტარიზმისკენ სვლა გაითვალისწინა და მიიღო 2004 წლის ბელარუსის დემოკრატიის აქტი ორპარტიული მხარდაჭერით, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ვუპასუხოთ საქართველოს მიერ დამსახურებულ კეთილდღეობრივ, ევროატლანტიკურ მომავალზე შემდგომ თავდასხმებსაც. შესაბამისად, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ზღუდავს ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, შემდეგ მოხარული ვიქნებით გვქონდეს პირდაპირი საუბრები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად და ასაღორძინებლად. თუკი ეს დამაზიანებელი კანონპროექტი არ იქნება გაწვეული, ჩვენ შევუერთდებით ჩვენს კოლეგებს სენატში, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოსადმი აშშ-ს ფუნდამენტურ ცვლილებებს, მათ შორის აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე ხელახლა დაფიქრებას, შეერთებულ შტატებში ვიზის შეზღუდვების გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.»

მსგავსი პოსტები

«მილიიციიდან ქრთამის აღების გამო გაგდებულო ძაღლო»-გიგი უგულავა მდინარაძეს

«ეს არის ცინიზმი! ეს კატასტროფაა! ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას»-საპატრიარქო ხელისუფლებას უპირისპირდება

Joni Kvaracxelia

«ჩვენ მარტო ნიკა მელიას თემას არ განვიხილავთ ამ ხელშეკრულებაში…»-მამუკა ხაზარაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი