თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციის დროს ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის საბჭომ მიიღო.
გარდა ამისა, თსუ-მა ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მიმართა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმის, თუ როგორ აყენებს სტუდენტი ლექტორს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
Loading…