თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

0
115

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა ტვიტერზე გაავრცელა. “გელოდებით მოსკოვში” და “კეთილი იყოს შენი მობრძანება მოსკოვში” — წერია ქართულად და ინგლისურად ვიდეოზე, რომელშიც ამ ფაქტის აღსანიშნად კლუბმა გაავრცელა.

„ცსკა“-მ თორნიკე შენგელიას პირველი კომენტარიც გამოაქვეყნა: „ბედნიერი ვარ, ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვით და მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ ბრწყინვალე მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს.”

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ