შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ თქვეში 400 ლარი დაიმტკიცა საკუთარი სატელეფონო მომსახურებისთვის, ხოლო მოადგილეებისთვის მხოლოდ 50 ლარი გაიმეტა. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გუბერნიაში, გუბერნატორის გარდა 34 თანამშრომელია დასაქმებული და მათთვისაც, ისევე როგორც მოადგილეებისთვის მხოლოდ 50 ლარია გამოყოფილი იგივე მომსახურეობაში.