სკანდალი

თვითმხილველი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე: დიდი სირცხვილი, ის დააკავეს, როგორც ვიღაც შეიარაღებული რეციდივისტი

თვითმხილველი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებს და აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ფორმიანი 12-მდე პირი შევარდა კაფეში.

ის უფრო დეტალურად იხსენებს: „უცებ პირველ სართულზე დაიწყო ყვირილი, ვიღაც დააგდეს იატაკზე. 10-12 ადამიანი შემოვარდა, ფორმებზე უკრაინის საზღვრის დაცვა ეწერათ, შეეცადნენ, დაეკავებინათ სააკაშვილი, ის ჩასვეს თეთრ “ფოლკს ვაგენში” და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით“.

„ძალიან ცუდი საყურებელი იყო ის, თუ როგორ ექცეოდნენ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკოსს. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება არ აპირებს ოპონენტებისთვის თავზე ხელის გადასმას, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი,“ – აცხადებს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ საქრთველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით, უკრაინის დროით 14.45 სთ-ზე უკრაინაში დააკავეს.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

მორიგი, ძალიან სკანდალური ინფორმაცია ელისო კილაძისგან

Joni Kvaracxelia

“წმინდა გიორგი ხატზე დავიფიცებ თუ ვინმეს რამე შევარჩინო”-მირზა სუბელიანი ხელისუფლებას ემუქრება (ვიდეო)

სოხუმის უნივერსიტეტში ახალი სკანდალია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი