სოცქსელი

«თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა საქართველოს საპატრიარქო და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ნაცვლად, მისი დაზიანების კამპანიაში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილთან ერთად»-ნიკა გვარამია

«რუსთავი 2»-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საპატრიარქოს გაკეთებულ საგანგებო განცხადებას გამოეხმაურა:

«საპატრიარქომ დღეს პრაქტიკულად ღიად მოითხოვა დეკანოზი მამალაძის პატიმრობაში დატოვება.

ადამიანი არ არის დამნაშავე და რა მოინანიოს? ან საპატრიარქოს შუამდგომლობით შეწყალებულმა რომელმა პირმა აღიარა ან მოინანია დანაშაული? მაგალითად ბატონებმა ბათიაშვილმა, მირცხულავამ და ასე შემდეგ? რატომ ცრუობთ? თუ საეკლესიო დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს უნდა მოინანიოს, გაარჩიეთ შიგნით. რატომ გამოგაქვთ ეს საჯაროდ და რატომ ძალადობთ ერზე თქვენი შიდა საკითხებით? განსაკუთრებული ძალადობის ფორმაა «საეკლესიო ბედუკაძეობად» წოდებული რაღაც წერილი, რომლის გამოქვეყნებით ახლა უკვე საპატრიარქო გვემუქრება.

მანამდეც და ახლაც, მოვუწოდებ დეკანოზ მამალაძეს, თუ რაიმე შეცდომა დაუშვა და შანტაჟის ენით სცადა საკუთარი თავის მძიმე მდგომარეობიდან დახსნა (რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობაში სავსებით შესაძლოა შეშლოდა), დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და მეტიც, გაემიჯნოს ამ საქციელს. რაც შეეხება კარავს საპატრიარქოსთან, ეს მშვიდობიანი პროტესტის ფორმაა და არა შანტაჟი და სამწუხაროა, რომ ასეთ ელემენტარულ საკითხში არაა გათვითცნობიერებული განმცხადებელი.

მამა ანდრია ჯაღმაიძეს მინდა ვუთხრა, რომ ის თავისი ქმედებებით (რუსთავი 2ის ბრიფინგზე არდაშვების მცდელობა მათ შორის ყველაზე ნაკლები ცოდვაა) მტრობს და ზიანს აყენებს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და ასევე აკნინებს იმ დაწესებულებას, რომელსაც თავად წარმოადგენს — საქართველოს საპატრიარქოს. და მოვა დრო (უფრო ადრე, ვიდრე გვიან), როცა საპატრიარქო მას გაემიჯნება, როგორც ყბადაღებულ ედიშერ ქარჩავას, საპატრიარქოს ყოფილ იურისტს, რომელსაც ათასი სისულელე ალაპარაკეს და მერე მოისროლეს სანაგვეზე.

ძალიან სამწუხაროა, რომ თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა საქართველოს საპატრიარქო და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ნაცვლად, მისი დაზიანების კამპანიაში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ან, რაც უარესია, მისი დაკვეთით. იმიტომ, რომ ერთადერთი ადამიანი საქართველოში, ვისთვისაც დღეს ამოცანას წარმოადგენს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციული განადგურება, ბიძინა ივანიშვილია. და იგი მეთოდურად ასრულებს ამ ამოცანას და მასთან სინქრონული ქმედებები ცხადია აღძრავს მასთან ამ ამოცანის შესრულებაში თანამონაწილეობის ეჭვს.

ps არც ის მგონია შემთხვევითი, რომ თიბისის და უმრავლესობის დაშლის ამბებს დაემთხვა დღევანდელი განცხადება. ამას მარტივად გადაფარვის მცდელობა ქვია და სრულიად დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების დაკვეთაა.»-წერს ნიკა გვარამია

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რატომ გააუქმა სტეფანე მღებრიშვილმა დაგეგმილი კონცერტები?

Joni Kvaracxelia

«კარანტინში რომ გაიცნობენ და დაქორწინდებიან, პირველ შვილს კორონას დაარქმევენ…მოფერებით კორონიკოს»-ხატია წერეთელი

«ემზარ კვიციანს ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია…ან პოლიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას»-ზუკა ბერძენიშვილი(ვიდეო)

დატოვე კომენტარი