ავარია თერჯოლის მუნიციპალიტეტში – ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და 4 მგზავრი დაშავდა. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო დაშავებულები საავადმყოფოში თვითმხილველებმა გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა და ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა.
Loading…