დღეს მთავარ პროკურატურასთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების აქცია გაიმართა. მათი მოთხოვნა გახლდათ საქმის მკვლელობის მუხლად გადაკვალიფიცირება, რადგან მათი თქმით თამარ ბაჩალეიშვილი სამი მაღალჩინოსნის იარაღით ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეეწირა. პოლიტიკურში რომ გადაიზრდება ეს ყველაფერი, ყველას ვეღარ გააჩერებენ. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ და სანამ იქნებიან, მუდმივად დისკომფორტი შეექმნებათ. აუცილებლად ვაპირებთ აქციების გაგრძელებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან. დრონის ჩანაწერების ნახვას რა აზრი აქვს, როდესაც მოვითხოვე და უნდა ჰქონოდათ მაშინ არ გამოაჩინეს. ის მანქანა იქ არ იდგა, დრონის ჩანაწერები შემდგომში თავიდან ჩაწერეს, – განაცხადა დღეს თეონა თამაზაშვილმა.
Loading…
