“წინა ჯერზე, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საგამოძიებო კომისიის საკითხი, საფუძვლად მოიყვანა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდებოდა და დასკვნით განცხადებას გააკეთებდნენ ისინი ექვსი მაისის შემდეგ ორი თვის ვადაში. მას შემდეგ ხუთ თვეზე მეტი გავიდა, ხედავთ, რომ ეს განცხადება ისეთივე ყალბი იყო, როგორც შალვა თადუმაძის დიპლომი, რადგან ხუთი თვის მერეც არანაირი დასკვნითი განცხადებები არ გაკეთებულა, არ დასრულებულა ეს საქმე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მივმართოთ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. საჭიროა სულ 50 დეპუტატის ხმა, ოპოზიცია და იმედი მაქვს, დამოუკიდებელი დეპუტატები ამას მხარს დაუჭერენ, ერთობლივად 30-ზე მეტი დეპუტატია, შესაბამისად, სულ 17-18 უმრავლესობის დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ფოტო:რუსთავი2
