არსებული ინფორმაციით თელავის მუნიციპალიტეტში 10 წლის მეხუთე კლასის მოსწავლეს საკუთარი ბებია ფიზიკურად გაუსწორდა.
თელავის რეფერალურ სავადმყოფოში ბიჭი დაზიანებებით სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით ბავშვს სახეზე დაზიანებები და სილურჯე აღენიშნებოდა. ცემის სავარაუდო მიზეზად მოზარდის კომპიუტერთან ჯდომა სახელდება.
აღნიშნულ საქმეში კახეთის სოციალური სამსახური ჩაერთო, ბავშვის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და ამიტომ ის
მამიდასთან არის გადაყვანილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება
Loading…
