ომი მსოფლიოში

თეირანიდან მასობრივი მიგრაცია დაიწყო — რა ბედი ელის ირანს?

ისრაელი აცხადებს კონტროლს თეირანის საჰაერო სივრცეზე — რა ვითარებაა ირანის დედაქალაქში

2025 წლის 16 ივნისს ისრაელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თეირანის საჰაერო სივრცეზე «სრული ოპერატიული კონტროლი» დაამყარა. ეს განცხადება მოჰყვა ღამით განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშებს ირანის ტერიტორიაზე, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. თავდასხმების მთავარი სამიზნე დასავლეთ ირანის სტრატეგიული ობიექტები იყო, მათ შორის — ილამის პროვინციაში.

ირანული მედია: დაზიანებული ინფრასტრუქტურა და მსხვერპლი

ირანის რევოლუციური გვარდიის დაქვემდებარებაში მყოფმა მედიასაშუალებებმა — Tasnim და Fars — გაავრცელეს ინფორმაცია სამოქალაქო ობიექტების დაზიანებაზე. მათი ცნობით, შეტევების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის — ერთი საავადმყოფოც. ასევე იუწყებიან ირანული ძალების მცდელობაზე, დაეცვათ თავიანთი საჰაერო სივრცე და ჩამოეგდოთ ისრაელის დრონები.

საპასუხო იერიშები და დაძაბულობა ისრაელში

ღამის განმავლობაში ირანმა მრავალრიცხოვანი რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანმა დაარღვია ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა — «რკინის გუმბათი». თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მსხვერპლის უმეტესობა სამოქალაქო პირებია.

თეირანი შიშში და ინფორმაციულ იზოლაციაში

დედაქალაქ თეირანში სიჩუმეა, ქუჩები — ცარიელი. მოსახლეობა შიშითა და გაურკვევლობაში იმყოფება. ხშირია ინტერნეტისა და ელექტროენერგიის გათიშვები, რაც ინფორმაციის მიღებას ართულებს.

BBC-ის ჟურნალისტებთან სატელეფონო და ონლაინ კავშირით დაკავშირებული ადგილობრივები საუბრობენ გაძლიერებულ მიგრაციულ ტალღაზე — ათასობით ადამიანი ცდილობს ქვეყნის დატოვებას ჩრდილო-დასავლეთით, თურქეთისა და სომხეთის საზღვრებისკენ.

„უკვე ორი დღეა სახლიდან არ გავსულვარ. აფეთქებების ხმა არ წყდება. მეშინია დედის მარტო დატოვება… ფანჯრები მთლიანად დავკეტე,“ — ამბობს თეირანში მცხოვრები ქალი.
მარაგი, პანიკა და ემიგრაციის ზრდა

ქალაქის ჩრდილოეთ რაიონებში მოსახლეობამ სურსათისა და წყლის მარაგების დაგროვება დაიწყო. იზოლაციის განცდა ძლიერდება, მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყდეს. ბევრმა ოჯახმა უკვე დაიწყო ქვეყნიდან გასვლა — მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც გზას პირადი ავტომობილებით ადგას თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით.

დასავლური მედიის შეზღუდვა და დეზინფორმაციის რისკები

დასავლურ მედიას ირანში საქმიანობა ოფიციალურად აკრძალული აქვს. არსებული ინფორმაციით, მდგომარეობის შესახებ სურათი მხოლოდ ადგილობრივი წყაროების, ირანული მედიისა და სოციალური ქსელების მონათხრობზეა დაფუძნებული. ეს აჩენს დეზინფორმაციის გავრცელების სერიოზულ რისკებს და ართულებს რეალური სურათის შეფასებას.

რეგიონული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ

ირან- ისრაელის დაპირისპირების ესკალაცია უკვე სცდება წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პროქსი-კონფლიქტებს. რეგიონში მზარდი დაძაბულობა ეჭვქვეშ აყენებს ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურას და ქმნის რეალურ საფრთხეს გლობალური სტაბილურობისთვის.

მსგავსი პოსტები

უჩა კვარაცხელია, 19 წლის წალენჯიხელი «აზოვის» ბატალიონში იბრძვის

ირანის ლიდერის მოადგილე რუსეთისგან უსაფრთხო გასვლის გარანტიებს იღებს

Joni Kvaracxelia

14 რუსული ხომალდი, მათ შორის სადესანტო ხომალდები, მიემართება ოდესისკენ

დატოვე კომენტარი