მამუკა ხაზარაძემ “ბანკებმა უნდა მოვითმინოთ და ბიზნესებს მივცეთ განვითარების საშუალებაო”, ეს აღიარებითი ჩვენება რომ არის თუ ხვდება? ანუ აქამდე ბანკები არ ითმენდნენ და ბიზნესებს გუდავდნენ. საინტერესოა ამჯერად როგორ აპირებენ “მოთმენას”? მაესტროზე ფინანსურ ექსპერტ სვანაძეს მოვუსმინე, ერთი ერთში თქვა ის რასაც ამ ბოლო წლები ვამტკიცებ, აუცილებელია საფონდო რეგულაციების დამოუკიდებლობა, ეროვნულ ბანკს უნდა ჩამოერთვას საფონდო რეგულაციები და ბანკების გავლენა ბირჟებზე უნდა დამთავრდეს,, ეს კანონმდებლობით უნდა შეიცვალოს.
ხაზარაძის განცხადება იმაზე მეტყველებს რომ ბანკების მონოპოლია უკვე მათათაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის, აღარ დარჩათ კლიენტურა ვისაც სესხებს მოახვევენ თავს. სასესხო ბაზარი მონპოლურად ფლობს ფინანსებს, სესხებით ბიზნესები ვერ განვითარდება, დამოუკიდებელი ბირჟა კი არ არის სადაც აქციების გაყიდვით მოიზიდავდა ბიზნესი ბევრად იაფ კაპიტალს. როგორც ექსპერტმა აღნიშნა მონოპოლურმა საბანკო ლობიმ მიაღწია ამ მონოპოლიას. ოღონდ როგორც ჩანს ამჯერად თავადვე გაეხვია პრობლემებში, გამოსავალს ეძებენ. ოღონდ გამოსავალი ერთადერთია. სანამ ბირჟები არ იქნებიან ბანკებისგან დამოუკიდებელი, მანამდე ბიზნესების განვითარება ვერ მოხდება. მზად არიან ბანკები ამ დონეზე “მოთმენისთვის”? მზად არიან იყოლიონ ფინანსური კონკურენტი დამოუკიდებელი ბირჟების სახით? აი ეს არის საკითხავი.
